გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები - საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
„ორმაგი სტანდარტის მიზეზი არის ერთადერთი - გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები. ყველაფერი დღესავით ნათელია. საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან. ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფა, არ შეიძლება გავაღრმავოთ ასეთი საფრთხეები. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. რა თქმა უნა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა.