ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი მტკიცებულებები არ იყო, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სწორედ, ქვეყანაში არსებული მაღალი სამართლებრივი სტანდარტია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1 000 მოძალადიდან მხოლოდ 20 ადამიანია დაკავებული.
„ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის, სწორედ, მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. როცა იცის, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკებს და ა.შ. მაშინაც კი, თუ არ არის 100 %-იანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი. მე არ მინდა, გვარებში შევიდე, არც ერთ გვარს არ ვეხები. ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ, ამის გამო გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. საუბარია 100 %-იანი მტკიცებულების სტანდარტზე. მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს, ეს არის ჩემი რჩევა,"- განაცხადა პრემიერმა.