ინგრედიენტები
250 გრამი შავი შოკოლადი
250 გრამი მზა მოხარშული კრემი
400 მლ/ლ სქელი ნაღები
2 ს/კ გაცრილი კაკაოს ფხვნილი
კრემ ფრეში მოსართავად
მომზადება
ჩაყარეთ პატარა ნაწილებად დატეხილი შოკოლადი თასში და მოათავსეთ ნელ ცეცხლზე მდუღარე წყლის თავზე. როცა გადნება, გადადგით და მსუბუქად გააგრილეთ. შეათქვიფეთ მოხარშული კრემი (ქასთარდი) და ნაღები. თქვიფეთ კარგად შერევამდე.
150 მლ–იან მრგვალ ფორმებში დააფინეთ ცელოფნის სახვევი. გაანაწილეთ ნაზავი ფორმებში და გაყინეთ სულ მცირე 6 საათით.
როცა მისართმევად მზად იქნება, ფორმიდან თეფშებზე გადმოიტანეთ, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და მიირთვით კრემ ფრეშთან ერთად.