სერიოზული დემოკრატიული ხარვეზების ფონზე, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე თურქეთის განაცხადი ჩიხშია შესული. ამის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამია.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ეროზიას ზედამხედველობდა და ევროკავშირის რეკომენდაციები უგულებელყო.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ოფიციალური ანკარა უკვე სერიოზულად აღარ ეკიდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების განხორციელებას.
„ევროკავშირის სერიოზული შეშფოთება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაუარესების შესახებ ყურადღების გარეშე დარჩა. ბევრ სფეროში უკუსვლა დაფიქსირდა. არსებულ ვითარებაში, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.