ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ტერიტორიული წყლების მიმართულებით სულ მცირე ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ BBC სამხრეთ კორეისა და იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს.
ფხენიანმა რაკეტა სეულში სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეხვედრის ფონზე გაუშვა.
გავრცელებული ცნობით, რაკეტა ჩრდილოეთ კორეის საპორტო ქალაქ სინპოდან გაუშვეს და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.