სირიის მთავრობა და ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

სირიის მთავრობა და ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

სირიის საკითხზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, გეირ პედერსენმა განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

კომიტეტს, რომელიც სირიის მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების 45 წარმომადგენლისგან შედგება, ახალი ძირითადი კანონის შემუშავების მანდატი აქვს.

სპეციალურმა წარმომადგენელმა გეირ პედერსენმა აღნიშნა, რომ სირიელი თანათავმჯდომარეები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროექტის მომზადებას დაიწყებენ.