ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა

ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„დღეს, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ყატარის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის ავღანეთის საკითხზე ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ყატარს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში მტკიცე პარტნიორობისა და დახმარების გაწევისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.