ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის დელეგაციამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებების დროს თურქულმა მხარემ ხაზი გაუსვა ავღანეთის ერთიანობისთვის მთავრობის ინკლუზიურობის მნიშვნელობას.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გოგოების განათლებისა და ქალების დასაქმების უფლების უზრუნველყოფა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ განვმარტეთ ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ადამიანების ჩართულობის მნიშვნელობა. განსაკუთრებით ამ რთულ დროს, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ერთიანობისა და სოლიდარობის დამყარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.