კვერცხი სოკოს სატენით

კვერცხი სოკოს სატენით

ინგრედიენტები

200   გრამი სოკო

5   ცალი კვერცხი

100   გრამი ყაბაყი

200   გრამი ბადრიჯანი

100   გრამი ზეთი

3   ს/კ ძმარი

მარილი, წიწაკა, პილპილი

მაიონეზი და მწვანილი სურვილისამებრ

მომზადებ

სოკო მოხარშეთ, შეაგრილეთ და მოგრძო თხელ ნაჭრებად დაჭერით.

ყაბაყი გაფცქვენით და თესლები მოაშორეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად და ზეთში შებრაწეთ. ბადრიჯანიც პატარა ნაჭრებად დაჭერით და ზეთში შეწვით.

კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და გადააჭერით თავი. ფრთხილად ამოიღეთ გული, ისე, რომ ცილა არ დააზიანოთ და პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით.

პროდუქტები ერთმანეთს შეურიეთ. მოასხით ზეთი. შეაზავეთ წიწაკით, პილპილით ძმრითა და მარილით მზა სალათით მოხარშული კვერცხის ცილები ამოავსეთ.

სურვილისამებრ მორთეთ მაიონეზით და გააფორმეთ მწვანილით.