რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რასაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.