ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რაც გააკეთეს 7-8 აგვისტოდან, არამედ ეს 2 თვის შემდეგაც დააგვირგვინეს დოკუმენტის მხარდაჭერით. ქართველი ხალხი პასუხს ბევრჯერ მოსთხოვს მათ

ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რაც გააკეთეს 7-8 აგვისტოდან, არამედ ეს 2 თვის შემდეგაც დააგვირგვინეს დოკუმენტის მხარდაჭერით. ქართველი ხალხი პასუხს ბევრჯერ მოსთხოვს მათ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ იმიტომ ედავება, რომ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ის დანაშაული ჩამოირეცხოს, როდესაც ეს პარტია ხელისუფლების სათავეში იდგა.

„გაღმა გვედავებიან, რომ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ჩამოირეცხონ. ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რაც ქმედებით გააკეთეს 7-8 აგვისტოდან, არამედ ეს 2 თვის შემდეგაც დააგვირგვინეს დოკუმენტის მხარდაჭერით. ამასთან დაკავშირებით ქართველი ხალხი პასუხს ბევრჯერ მოსთხოვს მათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.