მშვილდ-ისრით შეიარაღებული კაცი ნორვეგიაში, ქალაქ კონგსბერგის ცენტრში ადამიანებს დაესხა თავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მან 5 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება მოახერხეს. ის დანიის 37 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება. განიხილება ტერაქტის ვერსიაც.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და ინციდენტს „შოკისმომგვრელი“ უწოდა.