სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალის გამოყენება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საფუძველი ვერ გახდება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალის გამოყენება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საფუძველი ვერ გახდება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ძალის გამოყენება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საფუძველი ვერ გახდება.

„სომხეთი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალის გამოყენება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საფუძველი ვერ გახდება. მთიანი ყარაბაღის საკითხი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით უნდა დარეგულირდეს“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინდოელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.