ინგრედიენტები
200 გრამი ქათმის ფილე
200 გრამი სოკო
3 ს/კ არაჟანი
6 ს/კ გახეხილი ყველი
ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე.
ქათმის ფილე და სოკო მოხარშეთ, დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ.
დაუმატეთ არაჟანი, მოასხურეთ ლიმონის წვენი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
მიღებული მასა გადაიტანეთ საშუალო ზომის სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ან კეცზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და აცხვეთ ღუმელში 10–15 წუთით.