ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი პრაღის ცენტრალური სამხედრო უნივერსიტეტის რეანიმაციაში იმყოფება. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა.
77 წლის პოლიტიკოსის ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდებოდეს.
მილოშ ზემანი დიაბეტით არის დაავადებული და ეტლით გადაადგილდება.