პოლონელებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის წევრობას, 100-ზე მეტ ქალაქში აქციები გამართეს. ორგანიზატორების თქმით, მხოლოდ ვარშავაში, 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, - ამის შესახებ BBC წერს.
მოქალაქეები შიშობენ, რომ, შესაძლოა, ქვეყანა ევროპული კავშირის წევრი აღარ იყოს.
ხუთშაბათს პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითადი მუხლები „შეუთავსებელია“ პოლონეთის კონსტიტუციასთან. ამ გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, უარყო ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის კანონს ეროვნულ კანონმდებლობაზე უპირატესობა აქვს.
დემონსტრანტებს მიმართა ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა და მოუწოდა, „დაიცვან ევროპული პოლონეთი“.
გერმანია და საფრანგეთი პოლონეთს მოუწოდებენ, ევროკავშირის წესები სრულად და უპირობოდ დაიცვას.