ერევანში, ისაკოვის გამზირზე, ბეტონის ფილის ქვეშ ბავშვის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ სომხური მედია წერს.
მაშველებმა ცხედარი უკვე ამოასვენეს. დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა.
ბავშვის ახლობლები ამბობენ, რომ ის სახლიდან გუშინ, დაახლოებით, 17:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოჩნდა, პოლიციას მიმართეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც ბავშვი დაიღუპა, კერძო პირს ეკუთვნის. მათივე თქმით, მეპატრონეს საკუთრება მიტოვებული აქვს, არ იცავს უსაფრთხოების ზომებს და არ აქვს შემოღობილი სივრცე, სადაც ბავშვებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ გადაადგილება.