11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო დღე და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
მესტიაში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი ამბროლაურშიც, სადაც ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
+19 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა-4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღშიც, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.