იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება.
„ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ჩემი მისწრაფებაა, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსი განვითარდეს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.
7 ოქტომბერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდო ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება, როდესაც ტერიტორიული დავა გადაწყდება.