პაკისტანში მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 - დაშავდა

პაკისტანში მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 - დაშავდა

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კვეტას აღმოსავლეთით 102 კილომეტრში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია უამრავი ნაგებობა. ასობით ადამიანი კი უსახლკაროდაა დარჩენილი.