სააკაშვილი პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს - პუტინს რომ სააკაშვილის მკვლელობა და სიკვდილი უნდა, ამას ინფორმაცია სჭირდება?! ამაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი ბარამიძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდა თუ რაზე მიდიოდა და მიხეილ სააკაშვილმა თავისი დაპირება შეასრულა.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატიმარია.
„ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა ციხეში მჯდომი მიხეილ სააკაშვილისთვის არის უპირველესი ამოცანა. ძალიან მიამიტი უნდა იყოს ადამიანი, რომ იფიქროს, ვერ აცნობიერებდა იმ რისკს, როდესაც ამდენი წინაღობის გადალახვით, შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. დაპირება შეასრულა თავისი ერის წინაშე და არ ფიქრობდა, რომ ეს ღირს იმად, ის დააპატიმრონ ან შეიძლება საერთოდ ლიკვიდაციაც კი გაუკეთონ, მიხეილ სააკაშვილმა თავი გაწირა სწორედ ამ ამოცანისთვის.
რომ სდომოდა, 4 დღე აქ იყო და არანაირი ბუა სააკაშვილი არ არის. კაცი ზის ვაჟკაცურად. გაღიმებული და გაცინებული შევიდა ციხეში და შიმშილობს. ახლა გამოჩნდება ვინ არის ნამდვილად ოპოზიცია. პირველ რიგში გამოჩნდება მოქალაქეებში, ეს მოქალაქეები არიან უმრავლესობა. ამასთან, პოლიტიკურ ლიდერებში ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება ეს. თუ არ ხარ აშვებული რეჟიმის დამარცხების მომხრე, ე.ი. შენ არ ხარ ოპოზიცია, ხარ ჩვეულებრივი დანამატი, როლს თამაშობს, ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგელი ხარ.
სააკაშვილი ციხის შიგნით გვეხმარება უკვე და ციხის გარეთ მითუმეტეს დაგვეხმარება. სააკაშვილი აქეთ გვამხნევებს, ჩვენი გამხნევება მას არ სჭირდება. გვაჩვენა ვაჟკაცობის, კაცობის, სიტყვის შესრულების, სამშობლოსთვის თავდადების და თავგანწირვის მაგალითი. იმდენად თავგანწირული ნაბიჯი გადადგა, ძალიან ბევრი მისი მხარდამჭერიც კი არ ელოდა. ახლა, ამ წუთას ის არის პუტინის ხელში, პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს. პუტინს რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი უნდა, ამას რა ინფორმაცია უნდა?! თან ახლა შიმშილობს. პუტინს რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა და სიკვდილი უნდა, დედამიწის ზურგიდან აორთქლება, ამას ინფორმაცია სჭირდება?! ამაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ბარამიძემ.
პუტინს ყველა საფუძველი აქვს, მადლიერი იყოს სააკაშვილისა, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით დააბრუნა თავისი სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე, მისი მეშვეობით შეიქმნა პირობა, ეღიარებინა ეს ტრიტორიები "დამოუკიდებელ სახემწიფოებად" და მერე ხელშეკრულებები დაედო მათთან, რომლითაც თავისი სამხედრო ყოფნა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ლეგიტიმური გახადა და კარები ჩაურაზა ამ რეგიონში ნატოს!
სააკაშვილის ხელიდან მიიღო პუტინმა უმნიშველოვანესი სტრატეგიული პლატცდარმი - კოდორის ხეობა, რომლის დამცველებიც დააპატიმრა და განაიარაღა სააკაშვილმა!
დაუმატეთ ამას რუსეთისთვის გადაცემული მთელი ჩვენი ენერგეტიკა! - რატომ უნდა იყოს პუტინი სააკაშვილის მტერი, გიჟია?
პირიქით, უნდა ცდილობდეს, რომ სააკაშვილი მობრუნდეს ხელისუფლებაში, რადგან ის აუცილებლად მისცემს რუსეთს საშუალებას, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი ექსპანსია საქართველოში!
...პუტინის პატიმარია, თურმე, სააკაშვილი!
პუტინის არა, ჟირინოვსკის!