აშშ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრისას „ტაივანის შეთანხმების“ შესრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters წერს.
ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა სატელეფონი საუბარი ჩინეთსა ტაივანს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე გამართეს. ტაივანში აცხადებენ, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის საჰაერო ძალების 148 თვითმფრინავი დააფიქსირეს.
„სი ძინპინს ტაივანზე ვესაუბრე. ვთანხმდებით, რომ ჩვენ შევასრულებთ ტაივანის შეთანხმებას,“- აღნიშნა ბაიდენმა.
Reuters-ის ცნობით, როგორც ჩანს, ბაიდენი გულისხმობს ვაშინგტონის „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“, რომლის მიხედვითაც იგი ოფიციალურად აღიარებს პეკინს და არა ტაიბეის, და „ტაივანთან ურთიერთობის აქტს“, რომელიც გულისხმობს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება ტაივანის ნაცვლად პეკინთან დიპლომატიური კავშირების დამყარებაზე ეფუძნება მოლოდინს, რომ ტაივანის მომავალი მშვიდობიანი გზით განისაზღვრება.