სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე: არ დაგიმალავთ, ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი, ფორმა კი სრულიად მიუღებელი

სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე: არ დაგიმალავთ, ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი, ფორმა კი სრულიად მიუღებელი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, - წერს სანდრა რულოვსი.

1-ელ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თავის პარტნიორთან, უკრაინელ ლიზა იასკოსთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ ისინი ახალ ცხოვრებას იწყებენ.

Katana . აპატიეთ, ქალბატონო სანდრა, ეს პირველი შემთხვევაა მისი მხრიდან და მეტს აღარ იზამს!
3 წლის უკან