ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და გათავისუფლება ეკუთვნის.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მდგომარეობას, ამაზე ძალიან ბევრი მოგვიწევს ლაპარაკი და მსჯელობა, არის თუ არა ის პოლიტპატიმარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მას ეკუთვნის გათავისუფლება“, - აცხადებს თამარ კორძაია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.