გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს ვერ დააყენებს.
„თუ ირანი მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს დააყენებს, მაშინ ჩვენ ამას უარვყოფთ. მოვუწოდებთ ირანს, რაც შეიძლება მალე განაახლოს მოლაპარაკებები“, - აღნიშნეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების განბლოკვა მოითხოვა.
29 ივლისს აშშ-ის სახელმნწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.