თამარ კორძაია: მაქვს საფუძველი, მიხეილ სააკაშვილს უფრო მეტად ვენდო, ვიდრე ხელისუფლებას

თამარ კორძაია: მაქვს საფუძველი, მიხეილ სააკაშვილს უფრო მეტად ვენდო, ვიდრე ხელისუფლებას

ოპოზიციონერი დეპუტატის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაზე მეტად ენდობა.

„მე მაქვს საფუძველი, უფრო მეტად ვენდო მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს, ვიდრე ხელისუფლებას. რეალურად, ხელისუფლება არის სირაქლემას პოზაში. რა უნდა თქვან? რომ ქვეყანაში საზღვრებს ვერ აკონტროლებენ?“ - აცხადებს თამარ კორძაია.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.