ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას

ბელარუსის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ბელარუსისა და რუსეთის ხელმძღვანელობა საკმაოდ ჭკვიანია, რათა ორი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში ისეთი კავშირი შექმნას, რომელიც უნიტარულ სახელმწიფოზე კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ბელარუსის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ეს კოლექტიური დასავლეთის ჭორია“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის ნაწილი ბელარუსს მხარს დაუჭერს.

„დასავლეთის მიმართულებით, ფაქტობრივად, ერთიანი არმიაა შექმნილი. ერთიანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის ბირთვი ბელარუსის არმიაა. კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის ნაწილი მხარს დაგვიჭერს. არ გაშინებთ. უბრალოდ იმას გახსენებთ, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.