საფრანგეთმა მალი გააფრთხილა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავს, თუ რუს დაქირავებულ მებრძოლეებთან თანამშრომლობას დათანხმდება

საფრანგეთმა მალი გააფრთხილა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავს, თუ რუს დაქირავებულ მებრძოლეებთან თანამშრომლობას დათანხმდება

საფრანგეთმა მალის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას დაკარგავს, თუ რუს დაქირავებულ მებრძოლეებთან თანამშრომლობას დათანხმდება.

დიპლომატიურმა წყაროებმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ მალის სამხედრო ხუნტა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას აპირებს.

საფრანგეთი აღნიშნულ ნაბიჯს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ასეთი შეთანხმება შეუთავსებელია საფრანგეთის მალიში მუდმივ სამხედრო წარმომადგენლობასთან.

„თუ მალი დაქირავებულ მებრძოლეებთან პარტნიორობას დათანხმდება, მაშინ მალი იზოლირებული იქნება და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას დაკარგავს, რომელიც ძლიერ არის ჩართული მალიში. შეუძლებელია დაქირავებულ მებრძოლეებთან ერთად თანაცხოვრება“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ.