სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე დამნაშავედ ცნო.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ნიკოლა სარკოზის 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებდა.
პროკურატურის მტკიცებით, სარკოზის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხარჯების დადგენილ ზღვარს (22.5 მილიონი ევრო) ორჯერ გადააჭარბა, შემდეგ კი პიარკომპანია დაიქირავა, რათა ეს ხარჯები დაემალა.
სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟერომ ლავრიომ საჯაროდ აღიარა, რომ პიარკომპანიისთვის გამოყოფილი თანხების გადამისამართება ევალებოდა, და განაცხადა, რომ საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა.
17 ივნისს, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
1-ელ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და „გავლენით ვაჭრობაში“. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.