რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო საკითხები იქნება, მათ შორის, სირიის, ლიბიისა და ავღანეთის საკითხი.

ბოლოს ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის წინ შეხვდნენ.