ატმის ჯემი

ატმის ჯემი

ინგრედიენტები

2 1/3  კგ. ატამი

3   ჩ/კ ლიმონის წვენი

3   ჭიქა შაქარი, ან მეტი გემოვნებით

მომზადებ

ატამი გარეცხეთ, გათალეთ, კურკა მოაშორეთ და დაჭერით.

ყველა ინგრედიენტი დიდ თასში მოათავსეთ და ერთი საათით გააჩერეთ.

გადაიტანეთ დიდ ქვაბში და აადუღეთ.

ადუღეთ დაახლოებით 1 საათით, ან სანამ სასურველ სისქეს არ მიიღებთ. დროდადრო მოურიეთ და ქაფი მოაშორეთ.

ჩაასხით გასტერილებულ ცხელ ქილებში.

ჯემით სავსე ქილები მდუღარე წყალში 10 წუთით მოათავსეთ.

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

რჩევა: ფრთხილად იყავით, რომ დუღილისას ქილები არ გაგიტყდეთ. შეგიძლიათ ქვაბის ძირში რაიმე ჩააფინოთ და ქილები ზედ მოათავსოთ.