ისტორიაში პირველად გერმანიის ბუნდესტაგის შემადგენლობაში ორი ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატები ტესა განზერერი ბავარიიდან და ნიკე სლავიკი ჩრდილოთ რეინ-ვესტფალიიდან „მწვანეთა“ პარტიას წარმოადგენენ. აქამდე ბუნდესტაგში მხოლოდ ერთი ტრანსგენდერი დეპუტატი მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ვადის შემდეგ გახდა ცნობილი.
გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.