გერმანიაში, „სოციალ-დემოკრატებს“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე კვირას სურთ.

გერმანიაში, „სოციალ-დემოკრატებს“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე კვირას სურთ.

გერმანიაში, „სოციალ-დემოკრატებს“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე კვირას სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„სოციალ-დემოკრატები“ სამთავრობო კოალიციის შექმნას „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად იმედოვნებენ.

„მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებსაც ბევრ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ, აცხადებენ, რომ ჯერ ერთმანეთთან გამართავენ მოლაპარაკებებს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ კოალიციის შექმნას პრაგმატიზმით და თანამშრომლობის მზადყოფნით“, - აღნიშნა „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატმა, ოლაფ შოლცმა.

გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 25,7% მოიპოვეს.

24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მიიღეს, „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ - 11,5% მოიპოვა, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.3%.