ინგრედიენტები
1 ცალი პიცის ცომი
1 1/2 ჭიქა მოხარშული კრევეტები
1 ჭიქა კრაბი
1 1/2 ჭიქა გახეხილი მოცარელა
1/4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
3 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ჩ/კ დაჭრილი ოხრახუში
ზეითუნის ზეთი
მომზადება
ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოთუშეთ დაკეპილი ნიორი.
დაუმატეთ გარჩეული მოხარშული კრევეტები, დაჭრილი/დაქუცმაცებული კრაბი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ოხრახუში.
წინასწარ გამზადებულ პიცის ცომს მოაყარეთ ½ ჭიქა მოცარელა.
შემდეგ გადაიტანეთ კრევეტებისა და კრაბის ნაზავი.
მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა და პარმეზანი.
აცხვეთ დაახლოებით 15–20 წუთით, ცომის გამოცხობამდე და ყველის დადნობამდე.
დაჭერით და გემრიელად მიირთვით.