სირიაში 10 წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად სულ მცირე 350 209 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული სტატისტიკა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა წარმოადგინა.
მისი თქმით, ეს არიან ადამიანები, რომელთა გარდაცვალების თარიღებისა და ვინაობის დადგენა მოხერხდა, ასევე ცნობილია, რომელ პროვინციებში დაიღუპნენ ისინი. შესაბამისად, გარდაცვლილთა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია.
ბაჩელეტის განცხადებით, სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც 2011 მარტიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს, 27 126 ბავშვი და 26 727 ქალი მოხვდა. ყველაზე მეტი ადამიანი ალეპოს პროვინციაში გარდაიცვალა.