ინგრედიენტები
ბადრიჯანი
ბულგარული წიწაკა
ხახვი
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
ნიორი
უცხო სუნელი
ქინძის სუნელი
მაიონეზი*
მარილი, პილპილი
მომზადება
ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ სიგრძეზე და კარგად შევწვათ.
როდესაც შეიწვება, გადავიტანოთ ემალის ქვაბში და დავამატოთ წვრილად (სიგრძეზე) დაჭრილი ფერადი (წითელი, ყვითელი და მწვანე) ბულგარულები.
ასევე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი.
ვუქნათ ცოტა უცხო და ცოტა ქინძის სუნელიც. მოვასხათ მაიონეზი, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ!