აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიაში ცეცხლი გახსნა - არის მსხვერპლი

აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიაში ცეცხლი გახსნა - არის მსხვერპლი

აშშ-ში, ტენესის შტატში, კოლიერვილში სროლა იყო. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სასურსათო მაღაზიაში გახსნა. დაჭრილია 12 და დაღუპულია ერთი ადამიანი, - ამის შესახებ BBC წერს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების არაერთი ავტომობილი და ვერტმფრენი - დაშავებულების საავადმყოფოში გადასაყვანად.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა კაცმა თავი მოიკლა. მაღაზიის საპარკინგე ზონაში რჩება მისი ავტომობილიც, რომელსაც სამართალდამცველები ჩხრეკენ.

მსგავსი შემთხვევა აშშ-ში მარტშიც მოხდა. სასურსათო მაღაზიაში, შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა.