ზელენსკი: დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო - გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს

ზელენსკი: დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო - გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა.

„მესმის, რომ გაეროს კრიტიკა ხშირად ისმის, თუმცა ჩვენს თავს ვაკრიტიკებთ. გაერო არ არის შენობა, გაერო - ლიდერებია. ზუსტად მათ შექმნეს გაერო 76 წლის წინ. შეეძლოთ თუ არა მათ ყველაფრის გათვლა? დარწმუნებული ვარ, რომ არა. შეეძლოთ თუ არა წარმოედგინათ, რომ ვეტოს უფლების მექანიზმი გახდებოდა ინსტრუმენტი, როდესაც ერთს ყველას დაშანტაჟება შეუძლია? დარწმუნებული ვარ, რომ არა. გაეროს დიდი ხანია მხოლოდ კრიტიკა ესმის. ესმის ბრალდებები, რომ არაფერი შეუძლია. ყველაზე საშინელი ბრალდება ის არის, რომ გაერო ერთა ლიგად იქცა. დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო. გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს, რომლის ცხოვრებამ ჩაიარა. იქნებ გაერო გაიხსენებს რამეს? გაიხსენებს, თუ როგორ მიიღო 1981 წლიდან მილიარდზე მეტმა ადამიანმა სუფთა სასმელ წყალზე წვდომა, ვინ უზრუნველყო 83 ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი ადამიანი საკვებით, ვისი დამსახურებით გაქრა ისეთი სირცხვილი, როგორიც აპარტეიდია, ვისი „ცისფერი ჩაფხუტები“ უზრუნველყოფენ მშვიდობას ათეულობით ქვეყანაში, ვინ შექმნა „იუნესკო“, „იუნისეფი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.