ხორცის კატლეტი

ხორცის კატლეტი

ინგრედიენტები

1   კგ. საქონლისა და ღორის ფარში

1   ცალი კვერცხი

3   თავი ხახვი

2   კბილი ნიორი

1   ცალი კარტოფილი

1   ცალი სტაფილო

1   კონა ქინძი და ოხრახუში

200   გრამი წყალში დამბალი პური

მარილი, წიწაკა, პილპილი

ფქვილი ამოსავლებად

მომზადებ

საქონლისა და ღორის ხორცი ხორცსაკეპში გავატაროთ. ასევე გავატაროთ დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, ნიორი, ქინძი, ოხრახუში და წყალში დამბალი პური. სტაფილო შეგიძლიათ გახეხოთ.

ამ ყველაფერს დავამატოთ 1 ცალი კვერცხი, მარილი, წიწაკა, პილპილი და ხელით კარგად ავზილოთ.

დავყოთ პატარა გუნდებად, ფქვილში ამოვავლოთ, კატლეტის ფორმა მივცეთ და ორივე მხრიდან ცხელ ტაფაზე ზეთში შევწვათ.