„თალიბანი“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართავს

„თალიბანი“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართავს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„20 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა წერილი მიიღო „ავღანეთის ისლამური საამიროსგან“, რომელსაც ხელს თალიბების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ამირ ხან მოტაყი აწერს. წერილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნას შეიცავს“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გაეროში ავღანეთის ელჩი უკვე აღარ წარმოადგენს ავღანეთს, ხოლო ახალ ელჩად „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, სუჰაილ შაჰინის კანდიდატურა სახელდება.

თალიბების შესაბამისი მოთხოვნა გაეროს სააკრედიტაციო კომიტეტს გადაეცა.