თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს თეთრ სახლში შეხვდა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე კავშირი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, რადგანაც ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ატლანტიკური ქარტიით დასახული ხედვის შესასრულებლად. პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა საერთო გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით ჩვენი თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის კლიმატის კრიზისის დაძლევის მიზნით კონსენსუსის ჩამოყალიბება, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა და ყველა ქვეყნის უფრო ინკლუზიური ეკონომიკური მომავლის განვითარება. ლიდერებმა ასევე განიხილეს ჩვენი მიმდინარე მუშაობა ავღანეთთან დაკავშირებით, ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში განვითარებული მოვლენები და ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ მტკიცე მოკავშირეები და უახლოესი პარტნიორები არიან.

„ჩვენ გვერდში დავუდგებით ერთმანეთს, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები მთელ მსოფლიოში“, - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.