კიევის მახლობლად უცნობმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, სოფელ ლესნიკისთან მოხდა. სროლის შედეგად დაიჭრა სერგეი შეფირის მძღოლი, თავად პრეზიდენტის თანაშემწე კი არ დაშავებულა. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილს 10-ზე მეტი ტყვია მოხვდა.
ადგილზე უკვე იმყოფება უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა, მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ თავად ზელენსკი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.