ლაჰმაჯუნი

ლაჰმაჯუნი

ეს არის თურქების საყვარელი კერძი, რომელსაც, შეგვიძლია, თურქული პიცაც ვუწოდოთ.

ინგრედიენტები

1   პაკეტი საფუარი

1   ცალი კვერცხი

1/3  ჭიქა ზეითუნის ზეთი

2   ჭიქა გაცრილი ფქვილი

1   ს/კ შაქარი

1/4  ჭიქა ზეითუნის ზეთი

6   კბილი დაჭრილი ნიორი

6   ცალი დაჭრილი პომიდორი

2   ს/კ ტომატის პასტა

3   ჩ/კ თუთუბო

1   ჩ/კ ბულგარული წიწაკა

1   ჩ/კ გამხმარი ჩილის ფანტელი

400   გრამი ბატკნის ხორცის ფარში

1/4  ჭიქა ტაჰინი

1/2  ცალი ლიმონის წვენი

1/3  ჭიქა მოხალული ფიჭვის კაკალი

2   ს/კ ფართოფოთლებიანი ოხრახუში

მომზადებ

თასში, 80 მლ. თბილ წყალში, გახსენით საფუარი. დადგით თბილ და დახურულ ადგილას 10 წუთით, სანამ ნარევი არ გაიკეთებს ბუშტუკებს.

ათქვიფეთ კვერცხი და ზეითუნის ზეთი პატარა თასში. ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი და მწიკვი მარილი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხისა და საფუარის ნაზავი. თქვიფეთ ცომის საზელით დაბალ სიჩქარეზე, ცომის მიღებამდე, შემდეგ ზილეთ დამატებით 6 წუთით, სანამ არ გახდება გლუვი და ელასტიური. დაფარეთ ნოტიო ჩაის ტილოთი და დადგით თბილ და დახურულ ადგილას ერთი საათით ან ცომის ამოსვლამდე.

გადმოიღეთ ცომი ფქვილიან დაფაზე, გაყავით ოთხ თანაბარ გუნდად და გააბრტყელეთ 22სმ. მრგვალ ფორმებად. მოათავსეთ ოთხ პერგამენტიან (კალკა) ლანგარზე, დააფარეთ ნოტიო ჩაის ტილო და გადადგით 1 საათით ან ოდნავ აფუებამდე.

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200°C–ზე. ამასობაში გააკეთეთ მოსართავი, ტაფაზე, საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. დაამატეთ ნიორი და თუშეთ ორიოდე წუთით ან მანამ, სანამ სურნელს არ აუშვებს. დაამატეთ პომიდორი და თუშეთ კიდევ 15 წუთით ან სანამ სითხე არ მოიკლებს, თან პომიდორს დააწექით. დაამატეთ ტომატის პასტა, თუთუბო, ბულგარული წიწაკა და ჩილი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ურიეთ 1 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. შეურიეთ ფარში და შეაზავეთ მარილით და პილპილით.

წაუსვით ცომებს დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი, შემდეგ მოაყარეთ ფარშის მოსართავი. აცხვეთ ყველა პიცა ერთად 20 წუთის განმავლობაში ან სანამ ოქროსფრად არ დაიფერება და ხრაშუნა არ გახდება.

აურიეთ თასში ტაჰინი(ქუნჯუთის მარცვლებისა და ზეითუნის ზეთის სოუსი) და ლიმონის წვენი და შეაზავეთ გემოვნებით. მოასხურეთ პიცას მიღებული ნაზავი და მოაპნიეთ ფიჭვის კაკალი (შესაძლებელია ნიგოზიც) და ოხრახუში. მიირთვით ცხელი.