შარლ მიშელი: რას ნიშნავს ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა ამერიკაში თუ სადმე სხვაგან დაბრუნდა? ჩვენ ეს არ ვიცით - ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია

შარლ მიშელი: რას ნიშნავს ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა ამერიკაში თუ სადმე სხვაგან დაბრუნდა? ჩვენ ეს არ ვიცით - ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მხრიდან ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა.

„ამერიკა დაბრუნდა - ეს იყო ისტორიული გზავნილი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ახლა ჩვენ კითხვები გვაქვს. რას ნიშნავს ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა ამერიკაში თუ სადმე სხვაგან დაბრუნდა? ჩვენ ეს არ ვიცით“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, თუ ჩინეთი ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში იყო, მაშინ ძალიან უცნაურია, რომ აშშ ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ერთად გაერთიანდა.

„ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა. ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია. ეს არ იყო ის არჩევანი, რომელის ჩვენმა მოკავშირემ გააკეთა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია.

„ღია კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიმართ მიუღებელი დამოკიდებულება ვიხილეთ. გვსურს ვიცოდეთ, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ, ვიდრე ურთიერთობებს ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.

საფრანგეთმა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ზურგში დანის ჩარტყმასა და დონალდ ტრამპის მსგავსად ქცევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გამოცხადებული ალიანსის მიღმა აღმოჩნდა.

2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

„პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებიდან მოულოდნელად ვიგებთ, რომ ავსტრალიელებსა და საფრანგეთს შორის კონტრაქტი დასრულდა და რომ შეერთებული შტატები ავსტრალიელებს შეთავაზებას გაუკეთებს, რომლის შინაარსი ჩვენ არ ვიცით. ვნახოთ, რა მოხდება. დღეს, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა და ახსნა-განმარტებას მოვითხოვთ“, - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

 



 

Katana . დავიჯერო, მართლა ვერ ხვდება ბატონი შარლ მიშელი, რატომ გამოთიშეს ამერიკა-ინგლის-ავსტრალიის ალიანსიდან ევროპა?.. იმიტომ, რომ საქართველოთი უნდათ ევროპის ჩანაცვლება!
3 წლის უკან