ამერიკელი მილიონერი 20 წლის წინ მეგობარი ქალის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ამერიკელი მილიონერი 20 წლის წინ მეგობარი ქალის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ამერიკელი მილიონერი რობერტ დერსტი 20 წლის წინ მეგობარი ქალის, სიუზან ბერმანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს.

ინციდენტი 2001 წელს მოხდა, როდესაც ბერმანს 1982 წელს დერსტის ცოლის გაუჩინარების საქმეზე პოლიციისთვის ჩვენების მიცემა სურდა. სიუზან ბერმანი საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული იპოვეს. რობერტ დერსტი მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ არ იცოდა, ვინ მოკლა მისი ცოლი.

დერსტის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოძიებამ HBO-ს დოკუმენტური სერიალი The Jinx-ი გამოიყენა. გადაღებების დროს რობერტ დერსტი საპირფარეშოში გავიდა, სადაც თქვა „მორჩა, დაგიჭირეს. ღმერთო, რა ჩავიდინე? რა თქმა უნდა, მოვკალი ყველანი“. ამ დროს დერსტს ჩართული მიკროფონი ეკეთა და, შესაბამისად, გამოძიების ხელში მისი აღიარებითი ჩვენება აღმოჩნდა.

განაჩენის გამოტანაზე ნაფიცი მსაჯულები სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. ახლა 78 წლის მილიონერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საბოლოო განაჩენი საქმეზე 18 ოქტომბერს გამოცხადდება.