ავღანეთში შექმნილი კრიზისის გამო ნიდერლანდებში ორი მინისტრი გადადგა

ავღანეთში შექმნილი კრიზისის გამო ნიდერლანდებში ორი მინისტრი გადადგა

ავღანეთში შექმნილი კრიზისისა და ნელი ტემპით მიმდინარე ევაკუაციის გამო ნიდერლანდებში ორი მინისტრი გადადგა. NOS-ის ცნობით, თანამდებობები თავდაცვის მინისტრმა ანკ ბილეველდმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგრიდ კააგმა დატოვეს.

რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების პარლამენტში ავღანეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. დეპუტატების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ნიდერლანდების მთავრობის რეაქცია „თალიბანის“ ქმედებებზე დაგვიანებული იყო, რაზეც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები არიან პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მინისტრებს გადადგომას არ ავალდებულებდა და მათ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ნიდერლანდებმა ავღანეთიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, თუმცა ნიდერლანდურ ჯარებთან თარჯიმნებად მომუშავე ასობით ადგილობრივი კვლავ ავღანეთში რჩება.