რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მის გარემოცვაში კორონავირუსი „არა ერთ ან ორს, არამედ რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუდასტურდა“. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„როგორც იცით, სამწუხაროდ, ბოლო მომენტში მომიწია დუშანბეში ვიზიტის გაუქმება. ეს უკავშირდება იმას, რომ ჩემს ახლო გარემოცვაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ რამდენიმე ათეულ ადამიანზე. ახლა რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მომიწევს“, - განაცხადა პუტინმა.
ახლო წრეში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ვლადიმერ პუტინი 14 სექტემბერს თვითიზოლაციაში გადავიდა.