ირაკლი კობახიძე: საზოგადოება არ იყიდის ისეთ ტყუილებს, რაც არის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა

ირაკლი კობახიძე: საზოგადოება არ იყიდის ისეთ ტყუილებს, რაც არის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა

საზოგადოება არ იყიდის ისეთ ტყუილებს, რაც არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სიცრუე არის ერთადერთი, რაზეც არის აგებული მათი რიტორიკა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა ხდებოდა ამ პოლიტიკური ძალის შესრულებით. აქედან გამომდინარე, საზოგადოება არ იყიდის ისეთ ტყუილებს, რაც არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა“, - განაცხადა კობახიძემ.