სავარაუდო ჩანაწერებზე: თუ გამოძიებით მართლა დადასტურდება, რომ რეალური მასალები არსებობს, მაშინ გამოსაძიებელია ვინ ჩაიწერა, როდის, ვის მიუწვდებოდა ხელი, ვისი ინტერესი იყო და დღეს ვინ გაავრცელა

სავარაუდო ჩანაწერებზე: თუ გამოძიებით მართლა დადასტურდება, რომ რეალური მასალები არსებობს, მაშინ გამოსაძიებელია ვინ ჩაიწერა, როდის, ვის მიუწვდებოდა ხელი, ვისი ინტერესი იყო და დღეს ვინ გაავრცელა

თუ გამოძიებით მართლა დადასტურდება, რომ რეალური მასალები არსებობს და ამას დაადგენს კომპეტენტური ორგანო და ჩვენ, ყველანი, საზოგადოება და არა სუბიექტური ადამიანები, დავრწმუნდებით იმაში, რომ მართლაც არსებობს, მაშინ გამოსაძიებელია ვინ ჩაიწერა, როდის, რა პერიოდში, ვის მიუწვდებოდა ხელი, ვისი ინტერესი იყო, დღეს ვინ გაავრცელა და ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავიგებთ ჩვენით. ამ ყველაფერს დაადგენს საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

„მე მიმაჩნია, თუკი მართლა, მე ხომ არ ვიცი რეალურად გამორეულია თუ არა სიმართლე ან სწორი ჩანაწერი ან სხვა მასალები უსაფრთხოების სამსახურის, თუკი ასეთი გამოერევა, აქ ხომ გამოსაძიებელია ვინ განახორციელა, როდის განახორციელა, რომელ პერიოდში, ვის მიუწვდებოდა ხელი იმ პერიოდში ასეთი საქმეების კეთებაზე, როდესაც ჩვენი სტილი ეს არ არის. როდესაც „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად სხვა სტილში მუშაობს თავისი ყველა ინსტიტუტით და ამ დროს, თუ მართლა ამოვარდა, (ჩვენ არ ვიცით ეს არის თუ არა მართალი), ნოდარ მელაძე რაღაცას რომ დაადასტურებს ის ჭეშმარიტება არ არის და არც ნოდარ მელაძე არ არის ჭეშმარიტების უტყუარი წყარო. სანამ მხოლოდ სუბიექტური ადამიანები ატარებენ, მე ვერ დავიჯერებ, არც არდაჯერების საფუძველი მაქვს და არც დაჯერების, მე არ ვიცი ზუსტად რა ხდება სინამდვილეში. თუ გამოძიებით მართლა დადასტურდება რომ რეალური მასალები არსებობს და ამას დაადგენს კომპეტენტური ორგანო და ჩვენ ყველანი საზოგადოება და არა სუბიექტური ადამიანები დავრწმუნდებით იმაში, რომ მართლაც არსებობს, მაშინ გამოსაძიებელია ვინ ჩაიწერა, როდის რა პერიოდში, ვის მიუწვდებოდა ხელი, ვისი ინტერესი იყო, დღეს ვინ გაავრცელა და ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავიგებთ ჩვენით. ამ ყველაფერს დაადგენს საგამოძიებო უწყება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.