„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მის მიერ ფარულ ჩანაწერებზე გაკეთებული შეფასებები რამდენიმე მედიამ ნაწილობრივ გააშუქა.
„ტვ.პირველმა“ და მისმა ლიდერებმა შეგნებულად დამალეს და ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს 2012 წლამდე ჩანაწერებზე ვსაუბრობდი. ეს შეგნებულად ხდებოდა. არადა ორჯერ ვუპასუხე, თუ სადმე რეალური ინფორმაცია გამოერია(იგივეს ვიმეორებ დღესაც და ვიცი ზუსტად რასაც ვლაპარაკობ)და თუ მათაც მიაჩნიათ, რომ რეალური ინფორმაცია გამოერიათ, თავადვე ამოიცნეს ვის მიერ იყო ჩაწერილი, ვის მიერ იყო დამონტაჟებული, გავრცელებული, ამაში კონკრეტული ინტერესი იკვეთება. თუ მედიის ინტერესია და საზოგადოების სურს გაიგოს ვისი ავტორობითაა შესრულებული, ამას გამოძიება დაადგენს, ის გამოძიება რომელიც დღეს დაიწყო პროკურატურამ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.